კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა ეს არის კომპიუტერთან მუშაობის ყველა აუცილებელი უნარ-ჩვევების ნაკრები, რომელიც ნებისმიერ საქმიან ადამიანს სჭირდება სკოლაში, ოფისში თუ სხვაგან სამუშაოდ. საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სჭირდება ფაქტიურად მომხმარებლების 95%, მაგალითად: მასწავლებლებს, სტუდენტებს, ოფისში დასაქმებულ ადამიანებს, იურისტებს და სხვა. საოფისე კომპიუტერული პროგრამების შესწავლის შემდეგ კომპიუტერში თქვენ შეძლებთ შემდეგი სამუშაოების შესრულებას:
- კომპიუტერთან მუშაობის და მასთან მოპყრობის უნარჩვევები: ფაილები, საქაღალდეები, ინფორმაციის გადაწერა და შენახვა, ინფორმაციის ძებნა კომპიუტრში და სხვა;
- ნებისმიერი სირთულის დოკუმენტების და საბუთების მომზადება, ამობეჭდვა, დასკანირება;
- რთული ცხრილების და მონაცემთა ბაზების შექმნა, ცხრილებში საჭირო გამოთვლების წარმოება;
- პროექტების საჩვენებელი პრეზენტაციების შექმნა და გაშვება;
- ინტერნეტში კვალიფიციური მუშაობა, ინფორმაციის ძებნა;
- ელ-ფოსტების მიღება და გაგზავნა, ელ-ფოსტასთან კვალიფიციური მუშაობა
- ხმოვანი და ვიდეო კომუნიკაციების წარმოება ინტერნეტში და სხვა.
- ბლოგების შექმნა
გამოყენებული მასალა: საგანმანათლებლო ტექნოლოგიები
ციფრული რესურსების პორტალი :http://www.ict.tpdc.ge
ციფრული რესურსების პორტალი :http://www.ict.tpdc.ge
No comments:
Post a Comment