ბლოგის შექმნა


  • ბლოგი არის მარტივი ვებ-საიტი, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა მომხმარებელმა შექმნას.
  • მასზე შესაძლებელია გამოვაქვეყნოთ სტატია. ჩანახატი, ესსე, ინტერვიუ, კითხვარი, სხვადასხვა სასწავლო მასალა, ინფორმაცია მიმდინარე და განხორციელებული პროექტებისა და ღონისძიებების შესახებ. თითოეულ ამ ჩანაწერს პოსტი ჰქვია, რომელიც შეიძლება ტექსტური ინფორმაციის გარდა შეიცავდეს სურათებს, ვიდეო და აუდიო მასალებს, ბმულებს სხვადასხვა რესურსებზე და ა.შ. 
  • თქვენ ადვილად შეძლებთ თქვენს ბლოგზე ინფორმაციის გამოქვეყნებას, განახლებას და მკითხველებისაგან უკუკავშირის მიღებას კომენტარის სახით.

ახალი ბლოგი

ვიდეო ინსტრუქცია
ახალი ბლოგის გასახსნელად გავხსნათ ბრაუზერი Google Chrome და სამისამართო სტრიქონში შევიტანოთ www.blogger.com ან www.blogspot.com გახსნილ გვერდზე ველში E-mail შეიტანეთ თქვენი Gmail - ელექტრონული ფოსტის მისამართი. ველში Password ჩაწერეთ თქვენი Gmail ელექტრონული ფოსტის პაროლი და შედით სისტემაში Sign in ღილაკის გამოყენებით. 
გახსნილ გვერდზე გამოჩნდება ჩემს მიერ უკვე შექმნილი ბლოგების ჩამონათვალი. ახალი ბლოგის შექმნა შესაძლებელია ღილაკით New Blog. 
გაიხსნება ფანჯარა, სადაც უნდა შევავსოთ რამდენიმე ველი. Title -სათაურის ველში ჩაწერეთ თქვენი ბლოგის დასახელება. მაგალითად „ჩემი ბლოგი“. Address ველში ჩაწერეთ თქვენი ბლოგისთვის სასურველი მისამართი. მაგალითად, chemipiradiblogi. მისამართისათვის გამოიყენეთ ლათინური ასოები. თუ გამოჩნდა წარწერა This blog address is available ეს ნიშნავს, რომ თქვენს მიერ მითითებული მისამართი უნიკალურია და შეგიძლიათ მისი გამოყენება. Template ველში შეარჩიეთ ბლოგის სასურველი დიზაინი. დააწკაპუნეთ ბლოგის შექმნის ღილაკს Create blog. გილოცავთ, თქვენ წარმატებით შექმენით თქვენი პირველი ბლოგი სახელწოდებით „ჩემი ბლოგი“. შექმნილი ბლოგის სანახავად დააწკაპუნეთ ღილაკს View blog.

ბლოგის შაბლონის და ფერის შეცვლა
Google ბრაუზერში შევიტანოთ ბლოგის დასახელება chemipiradiblogi.blogspot.com. შევიდეთ ბლოგზე Google მომხმარებლის სახელითა და პაროლით Sign in ღილაკის გამოყენებით. გამოსულ გვერდზე ავირჩოთ ჩემი ბლოგის პარამეტრების მენიუში ბრძანება Template. ბლოგის მართვის Template მენიუდან ავირჩოთ ღილაკი Customize. Blogger Template Designer მენიუ საშუალებას გვაძლევს შევცვალოთ ბლოგის შაბლონი და ფონი. ბლოგის შაბლონი შევცვალოთ Template მენიუდან. ბლოგის ფონის შეცვლა შეგვიძლია მენიუდან Background. ჩამოვთვალოთ Background image ღილაკი, შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი ფონი. თუ გსურთ თქვენი პირადი ფონი დააყენოთ ბლოგზე, გამოიყენეთ ღილაკი Upload Image. სასურველი ფონის შერჩევის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Done. ყველა ცვლილების დამახსოვრება აუცილებელია Apply to blog ღილაკით. View blog ღილაკით დავათვალიეროთ ჩვენი ბლოგი.

ბლოგზე შესვლა
Google ბრაუზერის სამისამართო ველში ავკრიფოთ ჩვენს მიერ შექმნილი ბლოგის მისამართი chemipiradiblogi.blogspot.com. გაიხსნება ბლოგი დათვალიერების რეჟიმში, სადაც შეგიძლიათ წაიკითხოთ თქვენს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია. ბლოგის რედაქტირებისთვის საჭიროა სისტემაში შესვლა თქვენი Google მომხმარებლის სახელითა და პაროლით. მაგალითად, თუ მე მინდა რედაქტირება გავუკეთო ჩემს პოსტს ეკრანის მარჯვენა კუთხეში უნდა ავირჩიოთ ღილაკი Sign in და გამოსულ ფანჯარაში შევიტანო ჩემი პირადი ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი. დავაჭიროთ ღილაკს Sign in.

ბლოგის წაშლა

როგორ წავშალოთ ბლოგი? View blog ღილაკის გამოყენებით გავხსნათ ჩვენს მიერ შექმნილი ბლოგი chemipiradiblogi.blogspot.com. ეკრანის მარჯვენა ზედა კუთხეში ბრძანება Design. გახსილ გვერდზე ავირჩიოთ მენიუ Settings და ბრძანება Other. ბლოგის წასაშლელად დავაწკაპუნოთ ღილაკს Delete blog. დიალოგურ ფანჯარაში Delete blog თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ კომპიუტერში თქვენი ბლოგი Download Blog ღილაკის გამოყენებით ან წაშალოთ ბლოგი Delete This Blog ბრძანებით. წაშლილი ბლოგი გამოჩნდება Delete Blogs მენიუში. სურვილის შემთხვევაში Undelete ღილაკის გამოყენებით შეგიძლიათ აღადგინოთ თქვენს მიერ წაშლილი ბლოგი. აღდგენილი ბლოგი გამოჩნდება თქვენი ბლოგების ჩამონათვალში.


სურათების ჩასმა რედაქტირება
პოსტის რედაქტირებისთვის ეკრანის მარჯვენა კუთხეში ავირჩოთ ღილაკი Design. ბლოგის მართვის მენიუდან ავირჩოთ ბრძანება Posts. პოსტების ჩამონათვალში შევარჩიოთ სასურველი პოსტი. მაგალითად, პროექტებით სწავლება და ღილაკით Edit მოვახდინოთ მისი რედაქტირება. პოსტში „პროექტებით სწავლება“ სურათის ჩასასმელად პოსტის მენიუს ზოლიდან ავირჩოთ ბრძანება Insert Image. თუ სურათი გადმოწერილი გვაქვს კომპიუტერში, მაშინ მის ასატვირთად გამოვუიყენოთ ღილაკი Choose files . დავაჭიროთ მაუსი ღილაკს Choose Files და გამოსულ დიალოგურ ფანჯარაში მოვძებნოთ სასურველი სურათი, მოვნიშნოთ და Open ღილაკით ავტვირთოთ. Select a file დიალოგურ ფანჯარაში გამოჩნდება ჩვენს მიერ უკვე ატვირთული სურათი, მოვნიშნოთ და ღილაკით Add selected დავამატოთ სურათი პოსტში. სურათის ფორმატირებისთვის მოვნიშნოთ სურათი მაუსის ერთხელ დაწკაპუნებით,. გამოჩნდება მენიუ, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევცვალოთ სურათის ზომები, გადავაადგილოთ სასურველ პოზიციაზე ან ღილაკით Remove წავშალოთ. რედაქტირებული პოსტი უნდა გამოვაქვეყნოთ ღილაკით Update. ბლოგის დათვალიერება შესაძლებელია View blog ღილაკით. გილოცავთ, თქვენ წარმატებით გამოაქვეყნეთ პოსტი და ჩასვით სურათი.

ბმულის შექმნა
გავსხნათ ბლოგი და ავირჩიოთ ღილაკი New Post . სათაურის ველში Post შევიტანოთ სათაური. მაგალითად " სტანდარტების გათვალისწინება პროექტებით სწავლების დროს“ . ტექსტურ ველში შევიტანოთ ტექსტი. საგნობრივი სტანდარტი შეგვიძლია მოვიძიოთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე. გავხსნათ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდი www.mes.gov.ge . ავირჩიოთ ეროვნული სასწავლო გეგმა და დავაკოპიროთ ვებ-გვერდის მისამართი. გადავიდეთ ბლოგზე და მოვნიშნოთ სიტყვები „საგნობრივ სტანდარტებს“ . პოსტის მეინიუს ზოლიდან ავირჩიოთ ბრძანება Link და Edit Link დიალოგურ ფანჯარაში Web Address ველში ჩავსვთ ვებ-გვარდის მისამართი Paste ღილაკის გამოყენებით. Ok ღილაკით დავადასტუროთ ბმულის შექმნა. Publish ღილაკით გამოვაქვეყნოთ პოსტი „სტანდარტების გათვალისწინება პროექტებით სწავლების დროს“. View Blog ღილაკით დავათვალიეროთ ჩვენს მიერ შექმნილი ბლოგი. გამოქვეყნებულ პოსტში სიტყვბი „საგნობერივი სტანდარტები“ განსხვავებული ფერისაა და მასზე მაუსის დაწკაპუნებით შეგვიძლია გადავიდეთ შესაბამის ბმულზე.

კომენტარების ჩასმა

ბლოგი მარტივი ვებ-გვერდია, რომელზეც თქვენს მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე შესაძლებელია უკუკავშირის მიღება კომენატრის სახით. შევიდეთ ჩვენს პირად ბლოგზე chemipiradiblogi.blogspot.com . ჩვენს მიერ გამოქვეყნებულ პოსტს ხიდი მომავლისაკენ გავუკეთოთ კომენტარი. ამისათვის ავირჩოთ ღილაკი No comments და ტექსტურ გრაფაში Enter your comment შევიტანოთ კომენტარი. მაგალითად, როგორ შეიძლება მოვახდინოთ ტექნოლოგიების ინტეგრირება პროექტებით სწავლების დროს? კომენტარის გამოსაქვეყნებლად საჭიროა მომხმარებლის იდენტიფიკაცია. ავირთიოთ Google Account - გუგლის მომხმარებელი და დავაჭიროთ ღილაკს Publish. გამოსულ გვერდზე შევიტანოთ Google ელექტრონული ფოსტის მისამართი და პაროლი. Sign in ღილაკით შევიდეთ სისტემაში. ახალ გამოსულ გვერდზე გამოჩნდება უსაფრთხოების კოდი. თუ თქვენთვის ეს კოდი გაუგებარია, ღილაკით Refresh შეგიძლიათ კოდი განაახლოთ. Type the text ველში შევიტანოთ უსაფრთხოების კოდი და ღილაკით Publish დაამატეთ თქვენი კომენტარი. გილოცავთ, თქვენი კომენტარი წარმატებით გამოქვეყნდა.

გამოკითხვის ჩასმა

დავაჭიროთ ღილაკს Add a Gadget და გამოსულ ჩამონათვალში შევარჩიოთ გაჯეტი Poll - გამოკითხვა. Configure Poll დიალოგურ ფანჯარაში Question სათაურის ველში შევიტანოთ შეკითხა. მაგალითად, იყენებთ თუ არა პროექტებით სწავლებას სასწავლო პროცესში. Answers პასუხების ველში შევიტანოთ სამი სავარაუდო პასუხი: ყოველთვის, იშვიათად, არა. ორი სავარაუდო პასუხის დაფიქსირება გამოკითხვისთვის აუცილებელია. განვსაზღვროთ გამოკითხვის დასრულების თარიღი. ამისათვის თარიღის გრაფაში მოვახდინოთ თარიღის რედაქტირება. მაგალითად, 4 შევცვალოთ 5-ით. ღილაკით Save დავაფიქსიროთ გაჯეტი. გაჯეტი გამოკითვა განთავსებულია ბლოგზე. View blog ღილაკით დავათვალიეროთ ჩვენი ბლოგი.



2 comments:

  1. მადლობა ამ ბლოგის შექმნისათვის. ძალზედ საინტერესოდ და ნათელი ინსტრუქციებითაა შექმნილი. მისი გამოყენებით ბევრ საჭირო შეკითხვაზე არის პასუხები. წარმატებები.

    ReplyDelete
  2. Გამარჯობა ყველას,
    ეს არის საზოგადოების ინფორმირებას, რომ თირკმლის ჯანსაღი დონორები საჭიროა ყველა სისხლის ჯგუფიდან, ჩვენ მოგაწვდით პატიოსან ფასს და საუკეთესო თერაპიას თქვენი გადანერგვისთვის, როგორც საუკეთესო საუკეთესო სამკურნალო საშუალება, თქვენ შეგიძლიათ შემოწიროთ ან დაეხმაროთ, თირკმელების პაციენტების სიცოცხლის გაუმჯობესებაში და მათ ოჯახები დაგვიკავშირდით შემდეგ საიტზე: drmercyhociation686@gmail.com
    whatsapp dr mercy საავადმყოფო +2348100367800 ან whatsapp +491639478840
    შემოწირეთ-დახმარება-დახმარება იყავით ცხოვრების დამზოგველი.

    ReplyDelete