Wednesday 14 March 2018

სიახლეები

იახლეების გვერდი:

როგორ შევარჩიოთ კომპიუტერი?
კომპიუტერის ყიდვისას აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ რისთვის გჭირდებათ და რა დავალებების გაკეთება მოუწევს თქვენს კომპიუტერს
  1. კომპიუტერი საბაზისო პროგრამებისთვის
  2. საოჯახო მულტიმედიური კომპიუტერი
  3. კომპიუტერი გრაფიკისთვის
  4. კომპიუტერი თამაშებისთვის 
  5. ან ყველაფერი ერთად.

 ყოველვე ამის მიხედვით ავარჩევთ მის შემადგენელ ნაწილებს.
მონიტორი 
კომპიუტერთან მუშაობის დროს თავი კომფორტულად რომ იგრძნოთ, აუცილებელია შეარჩიოთ შესაბამისი მონიტორი, იმისდა მიხედვით თუ რა სამუშაოს ასრულებთ

გარჩევადობა - მონიტორზე პიქსელთა განლაგება ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. ნებისმიერი გამოსახულება პიქსელებისგან შედგება. რაც უფრო მეტი პიქსელისგან არის შედგენილი გამოსახულება, მით უფრო ხარისხიანია იგი. სხვადასხვა ზომის მონიტორებისთვის, სტანდარტული გარჩევადობებია: 1024x768, 1280x1024, 1366x768, 1400x900, 1920x1080. ჩამოთვლილთაგან ბოლო, 1920x1080 გარჩევადობას FULL HD ეწოდება. მონიტორებში იგი ყველაზე მაღალი გარჩევადობაა.

დიაგონალის ზომა - სხვადასხვა დანიშნულებისთვის მონიტორები სხვადასხვა ზომის იწარმოება. ყველაზე პატარა მონიტორი 17 დიუმიანია, (თუმცა ბოლო დროს ნაკლებად თუ შეხვდებით) შემდეგ მოდის, 18,5, 19, 20, 21, 22, 24 დიუმიანი მონიტორები. 22 და 24 დიუმიანი მონიტორები ძირითად არქიტექტურისვის, გრაფიკისთვის, თამაშებისთვის და ფილმების საყურებლად გამოიყენება. დანარჩენები, საოჯახო თუ საოფისე საქმიანობისთვის.

კადრის ცვალებადობის დრო - ეს მახასიათებელი მილიწამებში გამოისახება და განსაზღვრავს პიქსელის რეაქციის დროს. რამდენად სწრაფად შეცვალოს კადრი. რაც უფრო მცირეა ეს დრო, მით უფრო კარგად აღიქვამს თვალი გამოსახულების ცვალებადობას ეკრანზე. არსებობს 16, 12, 8, 5 და 2 მილიწამიანი ეკრანები. რა თქმა უნდა, ჩამოთვლილთაგან ყველაზე სწრაფი 2 მილიწამიანი მონიტორებია.

კონტრასტულობა -  სხვადასხვა მონიტორებისთვის კონტრასტულობა შეიძლეა იყოს: 500:1, 700:1, 1000:1 და მეტი. 700:1 მაჩვენებელი საკმარისია ტექსტებთან სამუშაოდ, საოფისე საქმიანობისთვის. 1000:1 რეკომენდირებულია მედია ცენტრისთვის - მუსიკა, ფილმი, ინტერნეტით სარგებოლობისთვის, ხოლო რაც შეეხება თამაშებს და კომპიუტერულ გრაფიკას, კარგი იქნება თუ კონტრასტულობის მაჩვენებელი 2000:1 იქნება.

შესაერთებელი პორტების რაოდენობა  აძვირებს მონიტორის ღირებულებას. ყველა მონიტორს აქვს ანალოგური VGA შესაერთებელი. ზოგიერთ მონიტორს დამატებით გააჩნია ციფრული შემსვლელი DVI და HDMI პორტები. კარგი არჩევანი იქნება მონიტორი ანტენის შესაერთებლით, რაც, დამატებით, მოგვცემს საშუალებას მივიღოთ სატელევიზიო სიგნალი მასში.

ხედვის კუთხე - გრადუსებში იზომება და გვიჩვენებს თუ რა კუთხიდან შეიძლება ვუყუროთ გამოსახულებას. მაგ: 160/160ნიშნავს რომ ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შესაძლებელია გამოსახულების ყურება 160 გრადუსიანი კუთხით

მონიტორს შეიძლება დამატებით ჰქონდეს ვებ კამერა ინტეგრირებული მიკროფონით, ასევე დინამიკები და USB ფლეშ მეხსიერების შესაერთებელი.