სიახლეების გვერდი:
როგორ შევარჩიოთ კომპიუტერი?
კომპიუტერის ყიდვისას აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ რისთვის გჭირდებათ და რა დავალებების გაკეთება მოუწევს თქვენს კომპიუტერს.
- კომპიუტერი საბაზისო პროგრამებისთვის
- საოჯახო მულტიმედიური კომპიუტერი
- კომპიუტერი გრაფიკისთვის
- კომპიუტერი თამაშებისთვის
- ან ყველაფერი ერთად.
ყოველვე ამის მიხედვით ავარჩევთ მის შემადგენელ ნაწილებს.
მონიტორი
კომპიუტერთან მუშაობის დროს თავი კომფორტულად რომ
იგრძნოთ, აუცილებელია შეარჩიოთ შესაბამისი მონიტორი, იმისდა მიხედვით თუ რა სამუშაოს ასრულებთ
გარჩევადობა - მონიტორზე პიქსელთა განლაგება ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. ნებისმიერი გამოსახულება პიქსელებისგან შედგება. რაც უფრო მეტი პიქსელისგან არის შედგენილი გამოსახულება, მით უფრო ხარისხიანია იგი. სხვადასხვა ზომის მონიტორებისთვის, სტანდარტული გარჩევადობებია: 1024x768, 1280x1024,
1366x768, 1400x900, 1920x1080. ჩამოთვლილთაგან ბოლო, 1920x1080 გარჩევადობას FULL HD ეწოდება. მონიტორებში იგი ყველაზე მაღალი გარჩევადობაა.
დიაგონალის ზომა - სხვადასხვა დანიშნულებისთვის მონიტორები სხვადასხვა ზომის იწარმოება. ყველაზე პატარა მონიტორი 17 დიუმიანია, (თუმცა ბოლო დროს ნაკლებად თუ შეხვდებით) შემდეგ მოდის, 18,5, 19, 20, 21, 22,
24 დიუმიანი მონიტორები. 22 და 24 დიუმიანი მონიტორები ძირითად არქიტექტურისვის, გრაფიკისთვის, თამაშებისთვის და ფილმების საყურებლად გამოიყენება. დანარჩენები, საოჯახო თუ საოფისე საქმიანობისთვის.
კადრის ცვალებადობის დრო - ეს მახასიათებელი მილიწამებში გამოისახება და განსაზღვრავს პიქსელის რეაქციის დროს. რამდენად სწრაფად შეცვალოს კადრი. რაც უფრო მცირეა ეს დრო, მით უფრო კარგად აღიქვამს თვალი გამოსახულების ცვალებადობას ეკრანზე. არსებობს 16, 12, 8, 5 და 2 მილიწამიანი ეკრანები. რა თქმა უნდა, ჩამოთვლილთაგან ყველაზე სწრაფი 2 მილიწამიანი მონიტორებია.
კონტრასტულობა - სხვადასხვა მონიტორებისთვის კონტრასტულობა შეიძლეა იყოს: 500:1, 700:1, 1000:1 და მეტი. 700:1 მაჩვენებელი საკმარისია ტექსტებთან სამუშაოდ, საოფისე საქმიანობისთვის. 1000:1 რეკომენდირებულია მედია ცენტრისთვის - მუსიკა, ფილმი, ინტერნეტით სარგებოლობისთვის, ხოლო რაც შეეხება თამაშებს და კომპიუტერულ გრაფიკას, კარგი იქნება თუ კონტრასტულობის მაჩვენებელი 2000:1 იქნება.
შესაერთებელი პორტების რაოდენობა აძვირებს მონიტორის ღირებულებას. ყველა მონიტორს აქვს ანალოგური VGA შესაერთებელი. ზოგიერთ მონიტორს დამატებით გააჩნია ციფრული შემსვლელი DVI და HDMI პორტები. კარგი არჩევანი იქნება მონიტორი ანტენის შესაერთებლით, რაც, დამატებით, მოგვცემს საშუალებას მივიღოთ სატელევიზიო სიგნალი მასში.
ხედვის კუთხე - გრადუსებში იზომება და გვიჩვენებს თუ რა კუთხიდან შეიძლება ვუყუროთ გამოსახულებას. მაგ: 160/1600 ნიშნავს რომ ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შესაძლებელია გამოსახულების ყურება 160 გრადუსიანი კუთხით.
მონიტორს შეიძლება დამატებით ჰქონდეს ვებ კამერა ინტეგრირებული მიკროფონით, ასევე დინამიკები და USB ფლეშ მეხსიერების შესაერთებელი.
პროცესორი _ პროცესორი არის ერთერთი მთავარი ნაწილი. იგი ასრულებს სხვადასხვა სახის გამოთვლებსა და ოპერაციებს. თანამედროვე პროცესორებს შეუძლიათ მილარდობით ოპერაციის შესრულება ერთდროულად. ძირითადად მასზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად გადაამუშავებს კომპიუტერი ინფორმაციას. რაც მეტი ბირთვი აქვს მიკროპროცესორს, მით უფრო სწრაფად და ორგანიზებულად ხდება ინფორმაციის დამუშავება. ბირთვების მუშაობის სისწრაფე იზომება გიგაჰერცებში
ქულერი (გაგრილების საშუალება). ქულერი პასუხს აგებს ნაწილების პროეცესორის გაგრილებაზე
ოპერატიული მეხსიერება RAM _ოპერატიული მეხსიერება კომპიუტერის დროებითი მეხსიერებაა, სადაც დროებით ინახება ის ინფორმაცია, რომელსაც პროცესორი შემდგომში ამუშავებს. კომპიუტერის ჩართვისთანავე, სისტემური ფაილები მყარი დისკიდან ინაცვლებენ ოპერატიულ მეხსიერებაში და ხელს უწყობენ სხვადასხვა ნაწილების და მთლიანად სისტემის მართვას. ოპერატიული მეხსიერების მოცულობაზე და სისწრაფეზეა დამოკიდებული, რამდენად ბევრს და რამდენად სწრაფად მიაწოდებს იგი დასამუშავებელ ინფორმაციას მიკროპროცესორს. რამდენი პროგრამის გაშვება შეგიძლიათ ერთდროულად და შეგიძლიათ თუ არა დიდი მოცულობის ფაილებთან მუშაობა.
ოპერატიული მეხსიერებებები გამოდის 512, 1, 2 და 4 გიგაბაიტანი მოდულების სახით. მათ ასევე გააჩნიათ სხვადასხვა სიხშირეები და ტიპები. თანამედროვე ოპერატიულ მეხსიერებებს განეკუთვნება DDR2 და DDR3 ტიპის მოდულები, რომლებიც ერთმანეთისგან ინფორმაციის გადაცემის სისწრაფეებით განსხვავდებიან. მუშაობის სიხშირეები შეიძლება იყოს 667, 800, 1066, 1333 მეგაჰერცი და ზემოთ.
თქვენი მოთხოვნის მიხედვით, თუ რა სიმძლავრის კომპიუტერის აწყობა გსურთ, ავირჩევთ შესაბამისი ტიპის ოპერატიულ მეხსიერებას. მაგ: საოფისე მოხმარებისთვის და ტექსტებთან მუშაობისთვის, სრულიად საკმარისია 1გბ, 800 მჰც - იანი ოპერატიული მეხსიერება. საშუალო კლასის კომპიუტერისთვის, სადაც დამატებით შემოიფარგლებით მცირე ზომის ფოტოების დამუშავებით, საშუალო დონის თამაშებით თუ ა.შ. საკმარისია 2 გბ, 1066 მჰც - იანი ოპერატიული მეხსიერება. და თუ თქვენი არჩევანი შეჩერებულია მძლავრ კომპიუტერზე მინიმალური ზღვარი 3 გბ, 1333Mhz იანი ოპერატიული მეხსიერებაა. ხოლო იდეალური ვარიანტი 4 ან 8 გბ-იანი მოცულობის მოდულებია.
5 საუკეთესო რჩევა თუ როგორ მოვუაროთ ლეპტოპს
ლეპტოპების მოვლა ძალიან მნიშვნელოვანია რათა თავიდან ავირიდოთ სხვადასხვა გართულებები, რომლებიც შემდგომში ფინანსებთან და დროის ხარჯვასთან იქნება დაკავშირებული.
ამიტომაც, აიტი ექსპრესი გთავაზობთ 5 საუკეთესო და ძალიან მარტივ რჩევას თუ როგორ მოუაროთ ლეპტოპებს.
- სითხეები ლეპტოპიდან შორს დადგით. ყავის სმა და თან ინფორმაციის ნახვა ან უბრალოდ სოც მედიაში „სქროლვა“ ძალიან კარგია, თუმცა მაინც რისკებთან არის დაკავშირებული, რადგან ძალიან ხშირია მომენტები როდესაც ან ხელს წავკრავთ ან უბრალოდ დაგვექცევა სითხე ლეპტოპზე. შემდგომში კი ეს იწვევს რამდენიმე ნაწილის ერთდროულ დაზიანებას, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ თავი შეიკავეთ საკუთარ კომპიუტერთან ახლოს არ დადგათ რაიმე სითხის შემცველი ჭურჭელი.
- აუცილებლად დააინსტალირეთ ანტივირუსი. ლიცენსირებული ანტი ვირუსის ქონა ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა თითქმის ყველა ოპერაციულ სისტემას ახლავს თავისი ანტი ვირუსი, რომელიც დროთა განმავლობაში განახლებებს თავისით აკეთებს. ანტივირუსის მეშვეობით სკანირება ჩაუტარეთ კომპიუტერს რეგულარულად, რათა სხვადასხვა ტიპის ვირუსებმა არ დააზიანოს თქვენი სისტემა.
- საჭმელი ლეპტოპიდან შორს დადეთ. არ ჭამოთ ლეპტოპთან არავითარ შემთხვევაში, რაგდან ნამცეცები იყრება კლავიატურაში, რაც აზიანებს კლავიატურას და შესაძლოა გაწმენდამაც არ უშველოს. ასეთ შემთხვევაში ზიანდება მთლიანი კლავიატურა. თან კომპიუტერთან ჭამა ძალიან არაესთეტიურია.
- ლეპტოპი შეინახეთ მაქსიმალურად სუფთა გარემოში. მტვერი ყველაზე დიდ ზიანს აყენებს ქულერს, რომელიც შემდგომში ახურებს მთლიან სისტემას, ეს დომინოს ეფექტივით გადამდები არის სხვა ნაწილებზეც, რომლებიც შესაძლოა დაზიანდეს. ასეთი გართულებების თავიდან ასაცილებლად, უბრალოდ შეინახეთ ლეპტოპი მაქსიმალურად სუფთა გარემოში.
- ერიდეთ ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას ლეპტოპის ჩართვისას. ზამთარში როდესაც სახლში ბრუნდებით კომპიუტერით, ეცადეთ ეგრევე არ ჩართოთ ის, დააცადეთ ცოტა ხანი, რათა ოთახის ტემპერატურას მიეჩვიოს. ასეთ შემთხვევაში თავიდან აიცილებთ კონდესატის გამოყოფას და სისტემის დაზიანებას. ანალოგიურად მზის მცხუნვარებასაც მოარიდეთ თქვენი ტექნიკა.
მოგესალმებით,
თქვენ ესტუმრეთ საგანმანათლებლო ბლოგს.
ბლოგის მიზანია დაგეხმაროთ და ხელი შეგიწყოთ ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ეფექტიანად გამოყენებაში, შეძლოთ ინფორმაციის მოპოვება, მართვა, დამუშავება, შეფასება, ანალიზი და მასზე დაყრდნობით გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება.
რა არის ისტ-ი?
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
სასწავლო პროცესში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების გამოყენებას რამდენიმე მნიშვნელოვანი მხარე აქვს, კერძოდ:
- ხელს უწყობს საგანთა შორის კავშირების წარმოჩენას;
- ხელს უწყობს შემოქმედებითობისა და ინოვაციური მიდგომების განვითარებას, რაც ძალზე მნიშვნელოვანია პრობლემებზე დაფუძნებული კონსტრუქტივისტული საკლასო გარემოს შესაქმნელად;
- ისტ-ის გამოყენებით შესაძლებელია ისეთი თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება, რომლებიც საჭიროა ახალი ცნების, ობიექტისა და პროცედურის შემოტანისას. ამის მაგალითებია:
- ისტ-ის გამოყენებამ შესაძლოა უფრო ეფექტურად და ინტენსიურად შეუწყოს ხელი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების განვითარებას. ასეთებია, მაგალითად:
- ვიზუალური თუ რაოდენობრივი კანონზომიერებების აღმოჩენის უნარი (კანონზომიერება საგანთა მიმდევრობაში, კანონზომიერება გრაფიკულ გამოსახულებაში, რაოდენობრივი ცვლილების კანონზომიერება);
- ობიექტთა ზომების დადგენისა და შეფასების უნარი;
- ინფორმაციის გააზრებისა და ერთი ფორმატიდან მეორეში გადაყვანის უნარი (მაგალითად: ტექსტური მასალისათვის გრაფიკული გამოსახულების შერჩევა და პირიქით; სიტყვიერად აღწერილი რაოდენობრივი ინფორმაციის გამოსახვა და პირიქით);
- სივრცული წარმოდგენის უნარი;
- თანამშრომლობითი უნარ-ჩვევები;
- სამუშაო სივრცის მომზადებისა და საჭირო საშუალებების შერჩევის უნარი.
No comments:
Post a Comment